TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქიმიკოსი

ქიმიკოსი

Intertek Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

" აი-თი-ეს თესთინგ სერვისეზ ლიმითედ "-ის საქართველოს ფილიალი "ინტერთექ ქალებ ბრეთ" ახორციელებს საინსპექციო სამუშაოებს (სინჯის აღება, ტვირთების ვიზუალური დათვალიერება, მათი რაოდენობის და ხარისხის დადგენა). "აი-თი-ეს თესთინგ სერვისეზ ლიმითედ"-ის საქართველოს ფილიალი " ინტერთექ ქალებ ბრეთ "-ი აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ქიმიკოსის პოზიციაზე. სწავლება: 3-თვიანი ანაზღაურებადი ( 700 ლარი ) ხელშეკრულების ტიპი: 3 თვე გამოსაცდელი ვადა. სწავლების წარმატებით გავლის შემდგომ გაფორმდება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების მოკლე აღწერა: ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, თხევადი გაზის და ზოგიერთი სასუქების ნიმუშებზე ანალიზის ჩატარება, შესაბამისი აპარატურა-მოწყობილობებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - ქიმიის მიმართულებით ** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office) ** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე) დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ "აი-თი-ეს თესთინგ სერვისეზ ლიმითედ"-ის საქართველოს ფილიალი ინტერთექ ქალებ ბრეთ" -მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი CV შესაძლოა შენახულ იქნეს 1 წლის განმავლობაში.