კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
Job description
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია? " ბაზისბანკის" გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით! თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად! ამჟამად ჩვენ კლიენტთა მომსახურების მენეჯერს ვეძებთ ბათუმში. გაეცანი ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურე თუ: ** გუნდური მუშაობა გიყვარს და, ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხარ; ** ხარ პასუხისმგებლობიანი და არ უშინდები გამოწვევებს; ** შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა. გაინტერესებს რას გთავაზობთ? ** ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების დღიდან; ** სამგზავრო ბარათს ან კორპორაციულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით; ** პრემიული კლასის სახელფასო პლასტიკურ ბარათს; ** გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია; ** პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებს კომპანიაში ადაპტაციის პროცესს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობებს: ბაზისბანკში თანამშრომლების დაწინაურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. შენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება: ** სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე (უნაღდო ანგარიშსწორება); ** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა; ** ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება. შენგან კი დაგვჭირდება: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; ** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე: [email protected] , სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე [email protected] სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.