კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
Job description
ავტომობილების სადილერო კომპანია " Auto Home " აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (დიღმის მასივი), ქ. ზუგდიდი ** სამუშაო განაკვეთი: სრული ** ანაზღაურება ხელზე ასაღები (ფიქსირებული + ბონუსი) - ფიქსირებული ანაზღაურება 700 ₾ (საშუალოდ 1300-1500 ლარიდან). ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00; შესასრულებელი ამოცანები: ** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება; ** მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; ** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; ** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა; ** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა. პიროვნული თვისებები და უნარები: ** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** ორგანიზებულობა; ** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის მართვის უნარი. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 3-თვიანი სამუშაო გამოცდილება კომპანია გთავაზობთ: ** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას; ** განმავითარებელ ტრენინგებს; ** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას; ** კორპორაციულ დაზღვევას დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected] .