კლიენტთა მომსახურების ოპერატორი
Job description
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს"ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე. განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30, შაბათი: 10:00-14:00-გრაფიკით); ანაზღაურება: 1200 ლარი დამატებული ბონუსი გამომუშავებით. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებისთვის კომპანიის სტანდარტების შესაბამისად კვალიფიციური მომსახურება; ** შემოსული ზარების მიღება, მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; ** ჩამოსული გზავნილებზე ინფორმაციის გაცემა; ** კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ; ** აიდენტიფიცირებს კლიენტის საჭიროებას და უზრუნველყოფს შესაბამის მომსახურებას; ** ელექტრონული არხებით მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება; ** უზრუნველყოფს პროდუქტების და მომსახურების გაყიდვას; ** საჭიროების შემთხვევაში ზარების, წერილებისა და შეტყობინებების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება; ** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება. ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური და რუსული ენის კარგი ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** დროის მართვის უნარი; ** სიახლის ათვისების უნარი; ** კარგი კომუნიკაციის და გადმოცემის უნარი; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 26 ივლისის ჩათვლით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას " DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. " DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა" -ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.