TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი

კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი

ჰიპერმარკეტი Domino თბილისი ქართული
Posted Jul 24, 2026 13h ago apply by Aug 22, 2026

Job description

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. ჰიპერმარკეტი ” დომინო “ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე ისთ ფოინთისა და დიღმის ფილიალებში. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლის მიღება, მისი მოთხოვნების განსაზღვრა; მომხმარებლის სწორად გადამისამართება; მაღაზიაში არსებულ პროცესების და პირობების დეტალური გაცნობა მომხმარებლებისთვის; საჭირო საბუთების (შეკვეთა, ინვოისი, ზედნადები, მიწოდება) გაფორმება; დამატებითი მომსახურებების ჯგუფის სამუშაოს სწორად დაგეგმვა, გადანაწილება, კონტროლი; გაყიდული საქონლის დაბრუნება/გაცვლის დოკუმენტების გაფორმება და პროცესის გაძღოლა; მომხმარებლის პრეტენზიის მიღება და დამუშავება ასეთის არსებობის შემთხვევაში; ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სასურველია; უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონზე; საოფისე პროგრამების სამომხარებლო დონეზე ცოდნა; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; პიროვნული თვისებები: გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი; კომუნიკაბელურობა; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; პირობები: სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა; ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი; ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/ საოჯახო); FitPass; კვება; უფასო ტრანსპორტირება; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ckPbzR6b