TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კლიენტთა მრჩეველი

კლიენტთა მრჩეველი

კრედო ბანკი დმანისი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 11h ago apply by Jul 23, 2026

Job description

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კლიენტთა მრჩეველი დმანისის სერვისცენტრში დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი პოზიცია: კლიენტთა მრჩეველი სამუშაო ადგილი: დმანისი კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს. საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია. #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს #ჩვენიძალაგუნდურობაშია ჩვენ გთავაზობთ: პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს; სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს; პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს; კორპორატიულ ღონისძიებებს; ჯანმრთელობის დაზღვევას; წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას. გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას; კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების და ანგარიშების გახსნა და მათთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა; კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება; სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება; საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის სხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს; ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები: სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე); საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel); ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდურად მუშაობის უნარი; დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 23 ივლისი, 2026 წელი.