TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კლინიკის რეგისტრატორი

კლინიკის რეგისტრატორი

Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

" GGRC კლინიკა " აცხადებს ვაკანსიას კლინიკის რეგისტრატორის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების რეგისტრაციას, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, ფინანსურ ანგარიშსწორებას და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევას. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 მორიგეობა (შაბათი) 09:30-15:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, ვ. ბარნოვის ქ. №51 გ ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის სამედიცინო პროგრამაში - SoftMedic-ში; ** პაციენტის შესახებ ინფორმაციის შევსება და ამბულატორიული ბარათის გახსნა; ** პაციენტებთან ფინანსური ანგარიშსწორება და სალარო ჩეკის გაცემა; ** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან ან პროცედურაზე; ** პაციენტების წინასწარი ჩაწერა ექიმთან ან სხვადასხვა ტიპის გამოკვლევაზე; ** ჩაწერებისა და რეგისტრაციების შიდა პროგრამაში სწორად ასახვა; ** ანალიზის პასუხების გაცემა დადგენილი წესის შესაბამისად; ** შიდა სატელეფონო ზარებზე პასუხი და პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** დღის ბოლოს რეგისტრაციების, დოკუმენტაციისა და სალაროს მონაცემების შედარება; ** სალაროს დახურვა დადგენილი წესის მიხედვით; ** კლინიკის შიდა წესების, პროცედურებისა და ინსტრუქციების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო ან უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; ** სატელეფონო კომუნიკაციის უნარი; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი. აუცილებელი უნარები: ** მკაფიო და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ინფორმაციის ზუსტად და სრულყოფილად აღრიცხვის უნარი; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების უნარი; ** გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი; ** ფინანსურ მონაცემებთან ყურადღებით და სიზუსტით მუშაობის უნარი; ** მშვიდად და ეფექტურად მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას. განაცხადის გამოგზავნის წესი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] . წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "რეგისტრატორი". განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 07/08/2026