---
title: კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი
description: საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე. პოზიციის მიზანი ლაბორატორიის ეფექტური, სტაბილური და მაღალი ხარისხის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კ
---

# კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-14  
**Apply by:** 2026-09-14

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=745064)

## Job description

საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე. პოზიციის მიზანი ლაბორატორიის ეფექტური, სტაბილური და მაღალი ხარისხის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კლინიკური შედეგების სანდოობის კონტროლი; პროცესების ოპტიმიზაცია და გუნდის მართვა. სამუშაო ადგილი: უზბეკეთი (ტაშკენტი) სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: აშშ დოლარში მაღალი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე) ძირითადი მოთხოვნები ** ≥5 წელი კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში; ** სასურველია ხელმძღვანელ ან უფროს სპეციალისტის პოზიციაზე; ** გამოცდილება კერძო და/ან მრავალპროფილურ საავადმყოფოში; ** თანამედროვე ლაბორატორიული ანალიზატორების (ჰემატოლოგია, ბიოქიმია) სრულყოფილი ცოდნა; ** კალიბრაციის, QC/QA სისტემების პრაქტიკული მართვა; ** ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) გამოყენება/დანერგვა; ** პრეანალიტიკური, ანალიტიკური და პოსტანალიტიკური ეტაპების კონტროლი; ** გარე ხარისხის პროგრამებში (EQAS/RIQAS) მონაწილეობის გამოცდილება; ** ლაბორატორიის აკრედიტაციისა და რეგულაციების ცოდნა; ** ლაბორატორიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა; ** ხარისხის კონტროლის სისტემის ზედამხედველობა; ** კრიტიკული ლაბორატორიული შეცდომების მართვა; ** კლინიკურ დეპარტამენტებთან კოორდინაცია; ** ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების ოპტიმიზაცია; ** პერსონალის შერჩევა, შეფასება და განვითარება; ** ახალი მეთოდების/ტექნოლოგიების დანერგვა; ** აუცილებელია რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა. მენეჯერული და ანალიტიკური უნარები ** რესურსების ოპტიმიზაცია (რეაგენტები, დრო, პერსონალი) ** გადაწყვეტილებების მიღება კრიტიკულ სიტუაციებში ** კლინიცისტებთან პროფესიული კომუნიკაცია და პოზიციის დაცვა ** პროცესების ანალიზი და გაუმჯობესება ** გუნდის მართვა და განვითარების უზრუნველყოფა დამატებითი უპირატესობები ** ინგლისური ენა (ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე) ** ISO 15189 ან მსგავსი სტანდარტების გამოცდილება ** აუდიტებში მონაწილეობის გამოცდილება გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
