TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კლინიკური მენეჯერი

კლინიკური მენეჯერი

Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 19, 2026

Job description

სს „ვიანი“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას #13 //ჭიაურელის 6; გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00_19:00; ძირითადი მოვალეობები: კლინიკური პროცესების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაბამის სამედიცინო მიმართულებების კოორდინირება; სხვადასხვა დეპარტამენტს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; კლინიკური აუდიტების დაგეგმვა და ჩატარება; რესურსების ეფექტიანი გამოყენების კონტროლი; კლინიკის ხელმძღვანელობისთვის ანალიტიკური ანგარიშგებისა და განვითარების წინადადებების მომზადება. კლინიკის სამედიცინო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა: დილის კონფერენციებში მონაწილეობის მიღება; სტაციონარული შემთხვევების საწოლდღეების, პაციენტის დაყოვნების მონიტორინგი/კონტროლი; შესრულებების კლინიკური კუთხით დაკორექტირებისას შემთხვევის სიღრმისეულად შესწავლა და შესაბამისი პასუხის მომზადების კონტროლი; ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მეთვალყურეობა; რეგულირების სააგენტოსა თუ სოციალური მომსახურების სააგენტოს რევიზიის, კონტროლის ან სამედიცინო დახმარების ხარისხის ინსპექტირების შემთხვევაში მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობა; ეთიკური წესების მაღალი სტანდარტებით დაცვის უზრუნველყოფა; სამედიცინო მიმართულებით კლინიკაში არსებული გამოწვევების ანალიზი და მოგვარებისთვის საჭირო ზომების მიღება; კლინიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; კლინიკის შიდა რეგულაციების შექმნაში მონაწილეობა; სამედიცინო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვის /აღსრულების მონიტორინგი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი სამედიცინო განათლება ; კლინიკური მენეჯერის შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი; კლინიკის/დეპარტამენტის მართვის გამოცდილება; სამედიცინო პროცესების მართვის გამოცდილება; სამედიცინო სტანდარტებთან და რეგულაციებთან მუშაობის გამოცდილება ჩვენ გთავაზობთ : სტაბილურ სამუშაო გარემოს; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; თანამშრომელთა მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გარემოს; ფიტპასს; კერძო დაზღვევას; ფასდაკლებებს ამბულატორიულ სერვისებზე; გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ ფოსტაზე : [email protected] და subject-ში მიუთითეს ვაკანსიის დასახელება.