TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კლინიკური მენეჯერი

კლინიკური მენეჯერი

ფერადი მთები თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

ნეიროგანვითარების და რეაბილიტაციის ცენტრი შპს "ფერადი მთები" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კლინიკური მენეჯერი სამუშაო ადგილი: ნეიროგანვითარების და რეაბილიტაციის ცენტრი შპს "ფერადი მთები" დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად ძირითადი მოვალეობები: ცენტრის კლინიკური პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია; სპეციალისტების სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და მართვა; პაციენტების მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება; მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობის კოორდინაცია; კლინიკური დოკუმენტაციისა და შიდა პროცესების მონიტორინგი; მშობლებთან და პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; კლინიკური სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვის კონტროლი; ადმინისტრაციულ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა; პრობლემური შემთხვევების მართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; ცენტრის განვითარების პროცესებში აქტიური მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, მედიცინის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, სპეციალური განათლების ან მომიჯნავე სფეროში; კლინიკურ ან ადმინისტრაციულ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; მულტიდისციპლინური გუნდის მართვის გამოცდილება; საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office); დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. პიროვნული უნარები: ლიდერული და ორგანიზაციული უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; დროის მართვის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა და პროფესიული ეთიკის დაცვა. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; კარიერული ზრდის პერსპექტივას; კონკურენტულ ანაზღაურებას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected]