კლინიკური ფარმაცევტი
Job description
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლინიკური ფარმაცევტის პოზიციაზე. კომპანია თბილისის ცენტრში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ორიენტირებულია პაციენტთა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენი სპეციალისტები არიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც იყენებენ მკურნალობის თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებს. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კლინიკური ფარმაციის მიმართულების მართვა და განვითარება; ** ფარმაცევტული მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება; ** მედიკამენტების რაციონალური გამოყენების პროცესების მართვა; ** ექიმებთან და სამედიცინო გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა; ** კლინიკური ფარმაცევტების გუნდის კოორდინაცია და საქმიანობის ზედამხედველობა; ** მედიკამენტების უსაფრთხოების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ** პროტოკოლების, გაიდლაინებისა და შიდა რეგულაციების დანერგვა; ** ფარმაკოთერაპიული საკითხების შეფასება და კონსულტაციების გაწევა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება ** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა ** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** ორგანიზებულობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** განვითარებაზე ორიენტირებულობა ** დროის ეფექტური მართვის უნარი დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კანდიდატისთვის ცნობილია, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.