ქოლ-ცენტრის აგენტი
Job description
" მეტროპოლი " ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს. ჩვენი ბათუმის ფილიალი აფართოებს გუნდს და ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ქოლ-ცენტრის აგენტს , რომელიც გახდება მომხმარებელთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ძირითადი მოვალეობები: ** შემომავალი და გამავალი ზარების მართვა; ** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** პოტენციური კლიენტების პირველადი კონსულტაცია და მოთხოვნების იდენტიფიცირება; ** მომხმარებელთა მონაცემების სისტემაში აღრიცხვა და განახლება; ** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა და შესაბამისი ინფორმაციის დროული გადაცემა; ** მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა; ** სასურველია მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, განსაკუთრებით სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში; ** სასურველია გაყიდვების პროგრამებთან (CRM და სხვა) მუშაობის გამოცდილება; ** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებით უზრუნველყოფას; ** კორპორატიულ ნომერს; ** პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას; ** ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს. თუ გსურთ გახდეთ წარმატებული და მზარდი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] . შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!