ქოლ-ცენტრის ოპერატორი
Job description
" MAQRO Development " არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი: https://www.maqro.ge ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ და შედეგზე ფოკუსირებულ ქოლ-ცენტრის ოპერატორს , რომელიც შეუერთდება ჩვენს მზარდ უძრავი ქონების გუნდს. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის N30 სამუშაო საათები: 09:00-18:00 ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით) + საბონუსე სისტემა თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთა კმაყოფილება, გაქვთ კომუნიკაციის კარგი უნარი და კომფორტულად მუშაობთ დინამიკურ გარემოში, მოხარული ვიქნებით თქვენი კანდიდატურის განხილვით. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევა; ** შემომავალი და გამავალი ზარების მართვა; ** სოციალური ქსელების ჩათების მართვა; ** მომხმარებლებისთვის დეტალური კონსულტაციის გაწევა კომპანიის მიმდინარე სამშენებლო პროექტების შესახებ; ** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და CRM სისტემაში მონაცემების აღრიცხვა; ** პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების იდენტიფიცირება; ** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** ქოლ-ცენტრში/კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** სამშენებლო/უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office-ის საბაზისო ცოდნა; ** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია. პიროვნული უნარები: ** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას; ** დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს; ** კონკურენტულ ანაზღაურებასა და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსებს; ** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ერთჯერად კვებას; ** კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტით). დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (ინგლისურ ან ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რეზიუმეს მიღებიდან 10 დღის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!