ქოლ-ცენტრის ოპერატორი
Job description
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ქოლ ცენტრის განყოფილებაში. სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი) 24 საათიან ქოლ-ცენტრში ოპერატორი მუშაობს როგორც დღის, ასევე, ღამის ცვლაში შემდეგი გრაფიკის მიხედვით: პირველი 3 კვირა: დღის ცვლა (5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება) - სამუშაო საათები: 09:00 – 17:00, 10:00- 18:00, 11:00 – 19:00, 13:00 – 21:00 (მონაცველობით) მეორე 3 კვირა: ღამის ცვლა - ყოველ მესამე დღეს მორიგეობა შემდეგი სამუშაო საათების მიხედვით: 17:00 – 09:00 ძირითადი მოვალეობები: კლიენტთან სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით; დაზღვეულისგან მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში; კლიენტებისთვის სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება; შემოსული ზარების და პირველადი ინფორმაციის მიღება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ და შეტყობინების პროგრამული ასახვა; ნებისმიერ სადაზღვევო პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდება კლიენტისათვის. აუცილებელი მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება; სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ან კლიენტთა მომსახურების სფეროში; საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; რუსული ან/და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; პიროვნული უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ინფორმაციის გადმოცემის უნარი; სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; სწრაფად აზროვნების უნარი; ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.