TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

Midea თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 01, 2026 1 day ago apply by Jul 30, 2026

Job description

" Midea " გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. შპს „ემსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას „ ქოლ-ცენტრის ოპერატორის “ პოზიციაზე ფუნქცია-მოვალეობები: სატელეფონო მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის; მომხმარებლის სრულყოფილად ინფორმირება პროდუქციის, ფასების, მიტანის სერვისისა და სხვა...შესახებ; შეკვეთების მიღება; შეკვეთების პროგრამულად ასახვა; გამავალი ზარების განხორციელება; მიღებული შეკვეთების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია); ქოლ-ცენტრში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება; 1 C პროგრამის ცოდნა; რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა; საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა; პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა; თავაზიანობა; დეტალების მიმართ ორიენტირებული; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დისციპლინირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი; წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი. ბონუსი 300-400 ლარი. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე; სამუშაო ადგილი: თბილისი, ფარსადანის ქ.N7; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://midea.selfrecruit.ge/s/xJaR