TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

საგა იმპექსი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

შპს "საგა იმპექსი" 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. გათბობა, გაგრილება და სავენტილაციო სისტემები მისი ძირითადი მიმართულებებია. "საგა იმპექსი" კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. საგას ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორატიულ ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალ ტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად. სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, წერეთლის 116 სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-18:00 საათამდე. 1 დღე დასვენება, 1 მოკლე დღე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება სტანდარტის დაცვით; ** ფეისბუქ/ინსტაგრამ შეტყობინებების პასუხი და ინფორმაციის შესაბამის გუნდთან გადამისამართება. ** პრობლემებზე დროულად რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან; ** მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის შიდა სისტემაში ასახვა, დამუშავება. უნარები: ** კომუნიკაციის კარგი უნარები; ** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა; ** აქტიურობა, სისხარტე; ** ორგანიზებულობა; ** აკურატულობა. ენები: ქართული სრულყოფილად, ინგლისური და რუსული საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია) პროგრამები: კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: [email protected] . დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!