TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერი

ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერი

biomarket Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

კომპანია "ბიომარკეტი " აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია "ბიომარკეტი" უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა (მათ შორის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა, სოკოვანი ბაქტერიის საწინააღმდეგო აბები, გასახდომი საშუალებები, პროსტატა-პოტენციის სამკურნალო საშუალებები, სიგარეტისა და ალკოჰოლისთვის თავის დასანებებელი პრეპარატები, სახის კანის გასამკვრივებელი კრემი), რაც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენთან წლობით ინარჩუნებენ ურთიერთობას. რას გთავაზობთ: ** ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული + % გაყიდვებიდან; ** საშუალო შემოსავალი: 2000-2500+ ლარი თვეში; ** საუკეთესო შედეგების შემთხვევაში ბონუსი შეიძლება აღემატებოდეს 8550 ლარს; ** დამატებითი ბონუსები გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის; ** სტაჟირების პერიოდი: ანაზღაურებადი (10-14 დღე): 11:00-14:00 ან 15:00-18:00; ** 1-თვიანი მუშაობის შემდეგ ჰიბრიდულ ან დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობა; ** ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ; ** კარიერული ზრდის შესაძლებლობა. სამუშაო გრაფიკის არჩევანი: ** 5/2 — 8-საათიანი სამუშაო დღე; ** 2/2 — 10-საათიანი სამუშაო დღე; ფუნქცია-მოვალეობები: ** უკვე არსებულ მომხმარებელთან კონტაქტის დამყარება; ** მომხმარებლის საჭიროების შესაბამისად პროდუქტის შერჩევა და პრეზენტაცია; ** შეკვეთების პროგრამულად (CRM) გაფორმება. ჩვენი ბენეფიტები: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა თავი კომფორტულად და მოტივირებულად იგრძნოს. ამიტომ გთავაზობთ: ** ძირითადი ბონუსების გარდა, ყოველკვირეულ ბონუსებს — შედეგებზე დაფუძნებული დამატებითი ანაზღაურება; ** სამოტივაციო ბონუსებს სტაჟირების პერიოდში — შენი პირველი ნაბიჯების მხარდასაჭერად; ** არაფინანსურ წახალისებებს სამუშაო კვირის განმავლობაში:პიცა, ხილი, ტკბილეული და სხვა სასიამოვნო სიურპრიზები; ** ყავა და ჩაი — შეუზღუდავად, ჩვენი კორპორაციული ენერგიისთვის; ** Fitpass ბარათი — ზრუნვა შენს ჯანმრთელობასა და აქტიურ ცხოვრებაზე. ჩვენ ვეძებთ: ** კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ქოლცენტრში ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი); ** პასუხისმგებლობიან და პუნქტუალურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შედეგზე; ** გუნდური მუშაობის უნარის მქონე კანდიდატებს; ** ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განვითარების მოტივაცია, მზად არიან გაიარონ ტრენინგები და დახვეწონ გაყიდვების უნარები. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] (Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) და ჩვენ განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. დაინტერესებული ხართ? დარეკეთ WhatsApp-ის შემდეგ ნომერზე:+995 577 110 531