ქოლცენტრის ოპერატორი
Job description
შპს „მაქსთერმ სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი : თბილისი, ბელიაშვილის ქ.149 გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 6 დღე, დასვენების დღე ორშაბათი, კვირა მოკლე სამუშაო დღე. ანაზღაურება 1300 ლარი (ხელზე ასაღები) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სერვისის განყოფილებაში შემოსულ ზარებზე პასუხი; შემოსული ზარების და სოციალური ქსელების საშუალებით მიღებული ინფორმაციის სრულყოფილად რეგისტრირება სისტემაში, შემოსული გამოძახებების საფუძველზე განრიგის შედგენა და ტექნიკოსებთან დროული გადამისამართება (როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით); გამოძახების ჩანიშვნა და შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება; მომხმარებელთან დაკავშირება და სერვისის თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მოძიება; შემოსული დოკუმენტაციის (საგარანტიო ტალონების) პროგრამაში დროული ასახვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და დროული რეაგირება; ექსელში მუშაობის გამოცდილება; უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. პიროვნული თვისებები: პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა; დეტალებზე ორიენტაციის უნარი; კომუნიკაციის უნარი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი.