ქოლცენტრის ოპერატორი
Job description
შპს " მაქსთერმ სერვის ჯგუფი " აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.149 გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 6 დღე, დასვენების დღე ორშაბათი, კვირა - მოკლე სამუშაო დღე. ანაზღაურება: 1300 ლარი ( ხელზე ასაღები) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სერვისის განყოფილებაში შემოსულ ზარებზე პასუხი; ** შემოსული ზარების და სოციალური ქსელების საშუალებით მიღებული ინფორმაციის სრულყოფილად რეგისტრირება სისტემაში, შემოსული გამოძახებების საფუძველზე განრიგის შედგენა და ტექნიკოსებთან დროული გადამისამართება (როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით); ** გამოძახების ჩანიშვნა და შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება; ** მომხმარებელთან დაკავშირება და სერვისის თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მოძიება; ** შემოსული დოკუმენტაციის (საგარანტიო ტალონების) პროგრამაში დროული ასახვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და დროული რეაგირება; ** ექსელში მუშაობის გამოცდილება; ** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** კომუნიკაციის უნარი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected] ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი. ვაკანსიის განთავსების ვადა : 20.07.2025-დან 2 კვირის ვადით.