TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კომერც. წარმომადგენელი - B2B გაყიდვები, დისტრიბუტორი

კომერც. წარმომადგენელი - B2B გაყიდვები, დისტრიბუტორი

Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

ჩვენი კომპანია არის მსოფლიო პროფესიონალური თმის კოსმეტიკური ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. ჩვენ ყოველდღიურად ვთანამშრომლობთ საუკეთესო სილამაზის სალონებთან და ინდუსტრიის პროფესიონალებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ ახალ თანამშრომლებს . თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალური, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მოხარული ვიქნებით თქვენი გაცნობით. 1. კომერციული წარმომადგენელი (B2B გაყიდვები) თუ გიყვართ გაყიდვები, მარტივად ამყარებთ ურთიერთობას კლიენტებთან და ორიენტირებული ხართ შედეგებზე, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა. ძირითადი მოვალეობები: ** არსებული კლიენტების ბაზის განვითარება და ახალი კლიენტების მოძიება; ** დამტკიცებული მარშრუტის მიხედვით სილამაზის სალონების რეგულარული მონახულება; ** პროდუქციის პრეზენტაციების ჩატარება და კლიენტებისთვის პროფესიული კონსულტაციის გაწევა; ** ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება; ** თითოეული კლიენტის გაყიდვების ზრდაზე მუშაობა და ახალი შესაძლებლობების მოძიება; ** პროდუქციის სწორად წარმოდგენისა და მერჩენდაიზინგის კონტროლი; ** პროფესიულ ღონისძიებებში, ტრენინგებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობა; ** ვიზიტებისა და გაყიდვების შესახებ ანგარიშგების წარმოება. ჩვენი მოთხოვნები: ** აქტიურ გაყიდვებში მუშაობის წარმატებული გამოცდილება (Beauty ინდუსტრიაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები; ** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** ყოველდღიური გასვლითი მუშაობისთვის მზადყოფნა; ** პირადი ავტომობილის ყოლა (აუცილებელია); ** B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია); ** ქართული ენის თავისუფლად ცოდნა; ** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office-ის პროგრამების ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** ოფიციალურ დასაქმებას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს; ** საწვავის ანაზღაურებას; ** მობილურ პაკეტს; ** პროფესიულ ტრენინგებს პროდუქციისა და გაყიდვების თანამედროვე ტექნიკების მიმართულებით; ** საზღვარგარეთ ფორუმებსა და პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობას; ** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მუშაობას პროფესიონალური კოსმეტიკის წამყვან მსოფლიო ბრენდებთან; ** მეგობრულ გუნდსა და ადაპტაციის პერიოდში სრულ მხარდაჭერას. 2. დისტრიბუტორი თუ ხართ პასუხისმგებლობიანი, ენერგიული და მოგწონთ დინამიკური სამუშაო გარემო, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ჩვენ გთავაზობთ: ** ოფიციალურ დასაქმებას; ** ფიქსირებულ ხელფასს — 1 500 ლარიდან (NET); ** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას; ** მობილური კავშირის ხარჯების კომპენსაციას; ** პროფესიულ ტრენინგებსა და ადაპტაციის პერიოდში სრულ მხარდაჭერას; ** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მუშაობას პროფესიონალური კოსმეტიკის წამყვან მსოფლიო ბრენდებთან; ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს. ძირითადი მოვალეობები: ** დამტკიცებული მარშრუტის მიხედვით პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის; ** შეკვეთილი პროდუქციის საწყობიდან მიღება და ზედნადებში მითითებული რაოდენობისა და ასორტიმენტის შესაბამისად მიწოდება; ** პროდუქციის ჩატვირთვა-გადმოტვირთვაში მონაწილეობა; ** ობიექტებიდან თანხის აღება კომპანიის დადგენილი წესების შესაბამისად; ** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება; ** ავტომობილის გამართული ექსპლუატაციისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვა; ** ავტომობილის ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; ** მენეჯერის მოთხოვნის შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ზეპირი ან წერილობითი ანგარიშის წარდგენა; ** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება. ჩვენი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; ** სასურველია დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** თბილისის ქუჩებისა და უბნების კარგი ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** კლიენტებთან კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** ქართული ენის თავისუფლად ცოდნა. თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე [email protected] . აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წარმატებას გისურვებთ!