კომერციული დაგეგმვისა და მერჩენდაიზინგის ანალიტიკის ხელმძღვანელი
Job description
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. „დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კომერციული დაგეგმვისა და მერჩენდაიზინგის ანალიტიკის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ამ პოზიციის მთავარი მისიაა კომპანიის კომერციული შედეგების მხარდაჭერა მონაცემებზე დაფუძნებული დაგეგმვით, ანალიზითა და მარაგების ეფექტიანი მართვით. როლი პასუხისმგებელია ბრენდების გაყიდვების, შესყიდვების, მარაგებისა და ძირითადი კომერციული მაჩვენებლების მუდმივ მონიტორინგზე, პროგნოზების სიზუსტის გაუმჯობესებასა და მენეჯმენტისთვის ანალიტიკური რეკომენდაციების მომზადებაზე.