კომერციული დირექტორის ასისტენტი
Job description
RSM-ი წარმოადგენს რიგით მეექვსე გლობალურ დამოუკიდებელ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ქსელურ კომპანიას მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 500 ოფისით და 56 000-ზე მეტი პროფესიონალით. „RSM საქართველო” არის RSM-ის ქსელის დამოუკიდებელი წევრი. „RSM საქართველო” აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: კომერციული დირექტორის ყოველდღიური სამუშაო პროცესის მხარდაჭერა; არსებული პოტენციური კლიენტების ბაზებთან მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში ახალი პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება; დაინტერესებების მიღება, სისტემატიზაცია და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა კომერციული გუნდისთვის; კომერციული წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა; საპრეზენტაციო დოკუმენტაციის მომზადება და სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის ორგანიზება; კორესპონდენციის წარმართვა; კომერციული გუნდის მხარდაჭერა სხვა ყოველდღიურ ოპერაციულ საკითხებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება/მარკეტინგი/ჟურნალისტიკა) ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია Microsoft Office-ის კარგი ცოდნა უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; პუნქტუალურობა; ორგანიზებულობა; გუნდური მუშაობის უნარი; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] და “Subject” ველში მიუთითოთ: “კომერციული დირექტორის ასისტენტი”.