კომერციული გათბობა-გაგრილების გაყიდვების მენეჯერი
Job description
კომპანია " თერმო ცენტრი " 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული გათბობა-გაგრილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა. შრომის ანაზღაურება: 2500 ლარი (ხელზე ასაღები) + საბონუსე ანაზღაურება სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 საათიდან. 18:00 საათამდე ჩვენ გთავაზობთ: ** კვება ** ჯანმრთელობის დაზღვევა პირველივე თვიდან ** Fitpass საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ძირითადი პასუხისმგებლობები: ** HVAC (გაგრილება, გათბობა, ვენტილაცია) მიმართულებით მიზნობრივ და ახალ კლიენტებთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოება. ** პოტენციური კლიენტების მოძიება, შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება და კომერციული წინადადებების წარდგენა. ** გაყიდვების სრული ციკლის მართვა: პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე და პროექტის შემდგომ მონიტორინგამდე. ** ბაზრის მუდმივი ანალიზი, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და პარტნიორული ქსელის გაფართოება. ** საპროექტო გუნდთან მჭიდრო კოლაბორაცია. სამუშაო გამოცდილება: ** B2B / კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს კომერციული გაგრილების (HVAC), ან მონათესავე მიმართულებით მუშაობის გამოცდილებით) ცოდნა: ** კომერციული გაგრილების სისტემების ბაზრის, ძირითადი მოთამაშეების, ტრენდებისა და სპეციფიკის ცოდნა. ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პროფესიულ დონეზე. ** MS Office ნეთვორქინგი: კონტაქტებისა ფლობა სამშენებლო, დეველოპერულ, არქიტექტორულ/ინჟინრულ სექტორში. უნარები და შესაძლებლობები: ** დახურვის (Closing) უნარი: ძლიერი მოლაპარაკებების წარმოებისა და გარიგებების წარმატებით დახურვის უნარი (პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ "ლიდების" მოზიდვით, არამედ პროექტის საბოლოო შედეგამდე მიყვანით). ** ტექნიკური აღქმა: ტექნიკური დოკუმენტაციის და HVAC პროექტების ზოგადი ლოგიკის გაგების უნარი. ** კომუნიკაცია: B2B სეგმენტთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ეფექტური დიალოგის მართვა. აუცილებელი მოთხოვნა: საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომერციული გათბობა-გაგრილების გაყიდვების მენეჯერი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.