კომერციული ხელშეკრულებების და გაყიდვების ანალიტიკის მენეჯერი
Job description
„თიენდარი“ საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco). 20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში. ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.trd.ge ან მოგვწერეთ მეილზე [email protected] T&R DISTRIBUTION (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კომერციული ხელშეკრულებების და გაყიდვების ანალიტიკის მენეჯერი ძირითადი მოვალეობები: · კომერციული ხელშეკრულებების ეფექტური მართვა: მომზადება, ადმინისტრირება და არქივირება; · სავაჭრო პარტნიორებთან შეთანხმებული პირობების კონტროლი; · ფინანსურ-სტრატეგიული ანალიტიკის უზრუნველყოფა; · ბაზრისა და კონკურენტების შესახებ მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი; · გაყიდვების ყოველდღიური მონაცემების მოწოდება რეგიონების, სავაჭრო არხის და დასახელების მიხედვით; · ბაზრის დინამიკის შესწავლა, ტრენდების და კონკურენტების აქტივობის ანალიზი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და ციკლური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა; · გაყიდვების, ფასდაკლებების, ბონუსებისა და შესყიდვების მონაცემების ანალიზი; · მონაცემთა ბაზების მართვა კონტრაქტების და კომერციული პირობების შესახებ; · თანამშრომლობა იურიდიულ, ფინანსურ და გაყიდვების დეპარტამენტებთან; · სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: · უმაღლესი განათლება; · მსგავს პოზიციაზე (თრეიდის მიმართულება) მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. · რეპორტინგისა და ანალიტიკის უნარები; · საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (განსაკუთრებით MS Excel, PowerPoint ); · ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; · გუნდური მუშაობის, დროის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ - 18:00 სთ; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, როსტომ აბრამიშვილის ქ. 2 (ტრანსპორტი ქალაქის ცენტრიდან სამსახურამდე და უკან ორგანიზებულია) ანაზღაურება (ფიქსირებული) : 3 500 ლ CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის. „თიენდარი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!