ქომის/მზარეულის დამხმარე
Job description
"Pullman Hotels & Resorts" სტუმარმასპინძლობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელი ბრენდია, რომელიც უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. Accor Group-ის წევრი Pullman აერთიანებს ინოვაციას, კომფორტსა და ელეგანტურობას. ქმნის სივრცეს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ შეუფერხებლად შეუთავსონ საქმიანი შეხვედრები და დასვენება, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, "Pullman Tbilisi Axis Towers" Accor-ის ჯგუფის პირველი პრემიუმ-კლასის სასტუმროა საქართველოში. თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში განთავსებული ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო იდეალური ადგილია როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის. 218 დახვეწილი დიზაინის ოთახი, 2000 მ 2 -ზე განლაგებული საკონფერენციო სივრცე, რესტორანი და ბარი ქალაქის პანორამული ხედებით - გამორჩეული გარემოა, სადაც საქმე და დასვენება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ვეძებთ ქომისს/მზარეულის დამხმარეს , რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და ხელს შეუწყობს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის კულინარიული გამოცდილების შექმნას. ეს პოზიცია იდეალურია მოტივირებული კანდიდატისთვის, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღება, გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და სამზარეულოს გამართული მუშაობის უზრუნველყოფაში აქტიური მონაწილეობა. ქომისის/ მზარეულის დამხმარეს პასუხისმგებლობები და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს შემდეგს: ** სტუმრებისთვის პროფესიონალური, მეგობრული და პროაქტიული მომსახურების მუდმივი უზრუნველყოფა, კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობისა და მათი მხარდაჭერის პარალელურად. ** à la carte და/ან ბუფეტის მენიუსთვის განკუთვნილი ყველა კერძისა და საკვები პროდუქტის მომზადება და სერვირება სასტუმროს რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად. ** ყოველდღიური სამუშაო ცვლის ბრიფინგების დროს იდეების, მოსაზრებების აქტიური გაზიარება. ** ყველა მაცივარში პროდუქტების სწორი როტაციის უზრუნველყოფა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ნარჩენები და პროდუქტის გაფუჭების რისკი. ** საწყობიდან მოთხოვნილი პროდუქციის სიზუსტისა და შესაბამისობის უზრუნველყოფა. ** მენიუს ყველა კერძის, დღის სპეციალური შეთავაზებებისა და მიმდინარე აქციების სრულყოფილად ცოდნა. ** სამუშაო სივრცეების, სამზარეულოს ინვენტარისა და აღჭურვილობის სისუფთავისა და გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა. ** სამზარეულოს პოლიტიკის, პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა. ** საკვებისა და სასმელების მომზადებისა და დამუშავების პროცესში უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების სრული დაცვა. ** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** საკვების მომზადებისა და ჰიგიენის სტანდარტების საბაზისო ცოდნა. ** გუნდის წევრებთან კოორდინირებულად და ეფექტურად თანამშრომლობის უნარი. ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია კულინარიით, მზად არის მუდმივად ისწავლოს და განვითარებაზე იზრუნოს, ასევე, ხელი შეუწყოს პოზიტიური კულტურის შექმნას სამზარეულოში. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] მრავალფეროვნებისა და ინკლუზიისადმი ჩვენი ერთგულება: ჩვენ ვართ ინკლუზიური კომპანია და ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ, დავასაქმოთ და განვავითაროთ მრავალფეროვანი ნიჭის მქონე ადამიანები. რატომ Accor? ჩვენ გაცილებით მეტი ვართ, ვიდრე მსოფლიო ლიდერი სტუმარმასპინძლობის სფეროში. ჩვენ მიგიღებთ ისეთად, როგორიც ხართ, და დაგეხმარებით იპოვოთ პოზიცია, რომელიც თქვენს პიროვნებას შეესაბამება. ჩვენ მხარს გიჭერთ ყოველდღიურ განვითარებასა და სწავლაში, რათა თქვენი საქმიანობა იყოს მიზანმიმართული და ღირებული. Accor-ში კარიერული გზის განმავლობაში თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ უსაზღვრო შესაძლებლობები. თქვენ მიერ წარმოდგენილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. Pullman Tbilisi Axis Towers Hotel ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი შესაბამისობის შეფასების, შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და მონაცემთა დამუშავების პრინციპების შესაბამისად. თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსი. გაცნობებთ, რომ სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 2 წლის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.