TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კომპენსაციებისა და HR რეპორტინგის მენეჯერი

კომპენსაციებისა და HR რეპორტინგის მენეჯერი

დეილი ჯგუფი თბილისი ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი. ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში. ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა: ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს. დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას კომპენსაციებისა და HR რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის N40; სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ (ორშ-ხუთშ); 09:00-14:00 (პარასკევი); ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ქსელის თანამშრომლების სახელფასო პროცესის სრული ციკლის მართვა (ხელფასის გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, შემოწმება, გაანალიზება, დამუშავება); სახელფასო პროცესთან დაკავშირებული ინსტრუქციებისა და ინიციატივების მომზადება; თანამშრომლების ნამუშევარი დროის (საათობრივი, ფიქსირებული, ზეგანაკვეთური, ცვლა) კონტროლი და მართვა; ქსელის თნამშრომლებთან სახელფასო საკითხებზე კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; სახელფასო კომპონენტების: საგადასახადო გამოქვითვის, საპენსიოს, კომპენსაციების, დანამატების, პრემიის, ავანსის, დანაკლისებისა და სხვა საკითხების პროგრამული ასახვა/ კონტროლი; სახელფასო უწყისის დადგენილ ვადებში მომზადება და ფინანსური სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა; მენეჯმენტისთვის რეპორტების მომზადება; კომპენსაციებთან დაკავშირებული განსახილველი საკითხების საფუძვლიანი მოკვლევა და შესაბამისი რეაგირება; კომპენსაციების მართვის პროცესის ოპტიმიზაცია; 1C პროგრამაში სახელფასო ანგარიშგებების გამართვა და დამუშავება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ფეიროლისა და კომპენსაციების მართვაში (სასურველია დიდი რაოდენობის თანამშრომლების ფეიროლის მართვის გამოცდილება); შრომითი კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; სასურველია პროცესების ოპტიმიზაციის გამოცდილება; აუცილებელია MS Excel პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა; სასურველია 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები: ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; ორგანიზებული; ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები; ინიციატივიანი და შედეგზე ორიენტირებული; კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://dailygroup.selfrecruit.ge/s/l6HM0