კომუნიკაციების ასისტენტი
Job description
კომუნიკაციების ასისტენტის ვაკანსია - " Lazer Lounge " "Lazer Lounge" - გასართობი ცენტრი ყველა ასაკისთვის - ეძებს კომუნიკაციების ასისტენტს. თქვენი მოვალეობა იქნება კლიენტებთან კომუნიკაცია: სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხი, ასევე ჯავშნების გრაფიკში შეყვანა. სამუშაო ადგილი: პირველ ეტაპზე გაივლით დაახლოებით 4 ცვლის ტრენინგს ჩვენს სივრცეში (თბილისი, სადგურის მოედანთან ახლოს). ამის შემდეგ მუშაობას შეძლებთ სახლიდან ან ნებისმიერი ადგილიდან. მოთხოვნები: ** ქართული - მშობლიური ** რუსული - მინიმუმ B2 ** ინგლისური - B1-B2 ** მომხმარებელზე ორიენტირებული, მეგობრული და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი ** დეტალებისადმი ყურადღება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათებია კვირაში 7 დღე, 12:00-დან 23:00 საათამდე. თქვენ შეგიძლიათ თავად აირჩიოთ სასურველი სამუშაო საათები და შეადგინოთ გრაფიკი კოლეგებთან შეთანხმებით. მუშაობის პერიოდში რეალურად დატვირთვა, როგორც წესი, დროის დაახლოებით 20%-80%-ს შეადგენს. როდესაც ზარები ან შეტყობინებები არ არის, თავისუფალი ხართ დაკავდეთ თქვენთვის სასურველი საქმიანობით, თუმცა უნდა იყოთ მზად კლიენტებისთვის დროულად საპასუხოდ. ვეძებთ ადამიანს, რომელიც კვირაში ხელმისაწვდომი იქნება 12, 13, 14, 15, 16, 17 ან 18 საათის განმავლობაში (თქვენ თავად ირჩევთ, რამდენი საათით გსურთ მუშაობა). ანაზღაურება: ** 12 საათი კვირაში — 300 ლარი ხელზე ასაღები ** 18 საათი კვირაში — 450 ლარი ხელზე ასაღები ** 12-დან 18 საათამდე შუალედური დატვირთვის შემთხვევაში ანაზღაურება პროპორციულად იქნება 300-450 ლარის ფარგლებში თუ დაინტერესდით, გამოგვიგზავნეთ ელფოსტა [email protected] -ზე და მიუთითეთ: ** თქვენი ენების ცოდნის დონე ** რამდენსაათიანი გრაფიკით გსურთ მუშაობა ** სამუშაოს დაწყების ყველაზე ადრეული შესაძლო თარიღი ** თქვენი ტელეფონის ნომერი