TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კონდიტერი

კონდიტერი

სასტუმრო Astoria Tbilisi Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

სასტუმრო "Astoria Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას საუზმის კონდიტერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საუზმისთვის განკუთვნილი საკონდიტრო ნაწარმის (როგორც მშრალი, ასევე კრემიანი) მომზადება; ** რეცეპტებისა და ტექნოლოგიური მითითებების ზედმიწევნად დაცვა; ** პროდუქციის ხარისხის, გემოსა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი; ** ნედლეულის სწორი დამუშავება, შენახვა და ვარგისიანობის კონტროლი; ** საკონდიტრო ვიტრინისა და საუზმის ბუფეტის ესთეტიკური გაფორმება და შევსება; ** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვა; ** სამუშაო სივრცის, დანადგარებისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა; ** პროდუქციის რაოდენობის შეკვეთა სტუმრების ნაკადისა და გაყიდვების პროგნოზის მიხედვით. ძირითადი მოთხოვნები: სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის; ** ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას; ** კვებით უზრუნველყოფას სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭონქაძის 23 სამუშაო საათები: 07:00-15:00 ან 08:00-16:00. თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თვლით, რომ კომპეტენციები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] . წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ გაეცანით აღნიშნულ პირობას და თანხმობას აცხადებთ, რომ 1 წლის განმავლობაში შევინახავთ და დავამუშავებთ თქვენ მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმების მიზნით.