TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კონდიტერი

კონდიტერი

One Point Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

HR აუთსორსინგული კომპანია " One Point " პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე. დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო პრემიუმ სეგმენტის კვებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის ორგანიზაციას, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საკონდიტრო და საცხობი პროდუქციით. კომპანია წარმატებით ოპერირებს მრავალ ქვეყანაში და გამოირჩევა ძლიერი ბრენდით, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომითა და მაღალი საოპერაციო სტანდარტებით. ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო გაფართოებას და უახლოეს პერიოდში საქმიანობას საქართველოს ბაზარზეც დაიწყებს. ამჟამად მიმდინარეობს გუნდის დაკომპლექტება, შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ პროფესიულ სწავლებებსა და შიდა გადამზადებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ** ინდუსტრია: საერთაშორისო საკონდიტრო და საცხობი ქსელი ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი სამუშაო გრაფიკი, კვირის ჭრილში 45 საათის ოდენობით ** სუბორდინაცია: პოზიცია ექვემდებარება მთავარ კონდიტერს ძირითადი ამოცანები: ** წარმოების მენეჯერის ან გენერალური მენეჯერის მიერ განსაზღვრული საწარმოო სიის შესრულება, რაც მოიცავს სხვადასხვა სახეობის პროდუქტს: ტორტის ფენები, ბრაუნი, მაცივარში შესანახი დესერტები, ორცხობილები, ჩიზქეიქები, ღვეზელები და კაფქეიქები ** კომპანიის რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის სტაბილურად და ხარისხიანად მომზადება ** სამუშაო სივრცის სანიტარიული ნორმების დაცვა მუშაობის პროცესში და დასრულების შემდეგ ** საკვების უსაფრთხო დამუშავების პრაქტიკის დაცვა და აღჭურვილობისა და საწმენდი საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება ** მიქსერებისა და სხვა ტექნიკის გამოყენება და მათი გამართული მუშაობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები: ** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ** პრაქტიკული, მოქნილი და სწრაფად რეაგირებადი მიდგომა ** მრავალფეროვან გუნდთან მუშაობის უნარი ** სურსათის უვნებლობის, ჰიგიენის სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლის საბაზისო ცოდნა ** მრავალფუნქციური სამუშაოს შესრულება, პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა მარაგების მართვა, ტექნიკის მოვლა და ვერბალური კომუნიკაცია ** თანამშრომლებისა და პარტნიორების მოტივაციისა და ეფექტური სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნების უნარი ** კომპანიის პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვა ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი ** სასურველია კომპიუტერული პროგრამების და ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა ** სამუშაოს დაგეგმვისა და მიზნების მიღწევის უნარი დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე ელ.ფოსტაზე - [email protected] . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას! თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით. One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.