კონკურსი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად
Job description
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პოზიციის დასაკავებლად: 1. აკადემიური კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით: შენობების დინამიკური, არაწრფივი გაანგარიშება - 1 ვაკანსია ასოცირებული პროფესორი; 2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 2.1. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შენობების დინამიკური, არაწრფივი გაანგარიშების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი; განხორციელებული კვლევები შემდეგი მიმართულებებით: მაღლივი შენობების არაწრფივი დინამიკური ანალიზი; რკინაბეტონის დიდმალიანი გადახურვები; სამეცნიერო ნაშრომები და პუბლიკაციები; უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 5 წლის ისეთ საგნებში როგორიცაა: მასალათა გამძლეობა, სამშენებლო მექანიკა, საანგარიშო პროგრამები; პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება დაზიანებული შენობების გამაგრება-გაძლიერების მიმართულებით; განხორციელებული პროექტები; თანამედროვე სააგნარიშო პროგრამების ცოდნა, როგორიცა: Ansys, SAP2000, ETABS, Lira-SAPR; სამშენებლო ნორმებით მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა: სეისმომედეგი მშენებლობა (პნ 01.01-09) და ევროკოდი 0, 1, 2 და 8. ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; უცხოეთის წამყვან სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებთან/ინსტიტუციებთან კოლაბორაციის გამოცდილება; 3. აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. 4. განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 27 ივლისიდან - 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით. 5. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს: ბიოგრაფია (CV); სამოტივაციო წერილი (1 გვერდი); შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი; ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; პუბლიკაციების ჩამონათვალი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 6. დოკუმენტაციის მიიღება ხდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.com/261733303582454 7. კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე, შერჩეულ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (ან საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება საჩვენებელი ლექცია). 8. კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2026 წლის 3 აგვისტოდან - 2026 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით. კანდიდატების საბოლოო შერჩევის ვადად განისაზღვრება 2026 წლის 18 აგვისტო. 9. შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე. 10. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი. ვებ-გვერდი: www.agruni.edu.ge ელ.მისამართი: [email protected]