კონსულტანტი
Job description
სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზია "მეგა ბიქსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ზესტაფონში . ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებლის საჭიროებების გაგება და მათთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა. მაღაზიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა, მათი დანიშნულების ცოდნა. კლიენტისთვის სასურველი შეკვეთის გაცემის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება. დარბაზში არსებული პროდუქციის ეტაპობრივი აღწერა, თაროების შევსება და მოწესრიგება. ნაშთების რაოდენობის კონტროლი. პირობები: ანაზღაურება - ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი. განრიგი დილის 8-დან საღამოს 6 მდე, ან დილის 9-დან საღამოს 7-მდე. კვირაში ორი დღე დასვენება. დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ ნომერზე: +995 551378787; +995 555340313. ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: [email protected] მისამართი: ზესტაფონი, ზაპოროჟიეს ქუჩა N10. (არგოს ტელევიზიასთან)