კონსულტანტი
Job description
პრემიუმ კლასის ბრენდი " Weekend Max Mara " აცხადებს ვაკანსიას ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიაში კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერა: ** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ცოდნა და ინფორმაციის სწორად გადაცემა მომხმარებელთან; ** გაყიდვების უზრუნველყოფა; ** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა; ** კომპანიის დამტკიცებული პროცედურების/შინაგანაწესის დაცვა; ხელფასი: 1658, 16 ლარი დარიცხული, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახედების ჩათვლით. სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 50 ნომერი. სამუშაო საათები: დილის 11:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე. (ცვლები 2 დღე სამუშაო - 2 დღე დასვენება) პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა, ** ანალიტიკური აზროვნება, ** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი, ** გუნდური მუშაობა, ** პასუხისმგებლობის გრძნობა, ** პუნქტუალურობა. მოთხოვნები: ** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად. ** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება კონსულტანტის პოზიციაზე, ტანსაცმლის მაღაზიაში. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და დაინტერესდით გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!