კონსულტანტი
Job description
" მიჰაუსი " - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოსა და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო ასორტიმენტს, ცნობილ და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, ასევე პროდუქციას მისაღებ ფასად. სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი ანაზღაურება: 1050 ლარი გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი (კვირაში 40 საათი) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება და შეკვეთების მართვა; ** პროდუქციის განლაგება, თაროების შევსება და ვადების კონტროლი; ** ფასმაჩვენებლების მართვა და წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა; ** აქციებისა და სიახლეების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** პრეზენტაბელურობა და ორგანიზებულობა; ** აქტიურობა და სისწრაფე; ** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა; ** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. გაცნობებთ, რომ შპს "ჰუალინგ-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი" ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე შესაბამისობის შეფასების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მონაცემების გადაცემას და მათი დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას (მათ შორის თანხმობა/წინასახელშეკრულებო ურთიერთობა). მონაცემები ინახება შერჩევის დასრულებამდე, ხოლო კანდიდატის შემთხვევაში, რომლის შერჩევაც არ მოხდება არაუმეტეს 1 წლის ვადით (სამომავლო ვაკანსიებისთვის, თანხმობის საფუძველზე); დასაქმების შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს მოითხოვოს მის მონაცემებზე წვდომა, გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, აგრეთვე გააუქმოს თანხმობა. გისურვებთ წარმატებებს!