კონსულტანტი
Job description
საოჯახო ტექსტილის კომპანია „ Manamo Home“ - აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში - მეტრო სითის ფილიალში რას გთავაზობთ ჩვენ: კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში; სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს: 2 დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება 4 დღე - 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება) ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; პროდუქციის სტანდარტული წესით და ვიზუალურად მიმზიდველი განლაგების უზრუნველყოფა; ახალი პროდუქციის ასორტიმენტის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის ფლობა; მომხმარებლის ინფორმირება მიმდინარე აქციების და სპეციალური შეთავაზებების შესახებ; მაღაზიაში წესრიგისა და მოწესრიგებული სავაჭრო სივრცის უზრუნველყოფა. აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები: დეტალებზე ორიენტირებულობა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა; კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა; გუნდური მუშაობის უნარი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი ბათუმში გთხოვთ გაითვალისწინოთ: რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.