TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კონსულტანტი

კონსულტანტი

manamo-home Georgia ქართული
Posted Jul 04, 2026 1 day ago apply by Aug 04, 2026

Job description

საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში. რას გთავაზობთ ჩვენ: ** კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში; ** სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს: ** 2 დღე - 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება ** 4 დღე - 6-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; ** პროდუქციის სტანდარტული წესით და ვიზუალურად მიმზიდველი განლაგების უზრუნველყოფა; ** ახალი პროდუქციის ასორტიმენტის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის ფლობა; ** მომხმარებლის ინფორმირება მიმდინარე აქციების და სპეციალური შეთავაზებების შესახებ; ** მაღაზიაში წესრიგისა და მოწესრიგებული სავაჭრო სივრცის უზრუნველყოფა. აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა; ** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი გთხოვთ გაითვალისწინოთ: რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.