კონსულტანტი
Job description
"შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე. კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს. ორშაბათიდან პარასკევამდე 09:00-18:00. მოვალეობები და ვალდებულებები: ჩამოსული საქონლის სწორად დათვლა საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დაცლა-დალაგება მომხმარებლების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ; მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. რუსული, თურქული ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა. (სასურველია) პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი; ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; შრომისმოყვარეობა რას გთავაზობთ? კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება - 1800 ლარი სამუშაო გრაფიკი - 5 დღიანი, 09:00 – 18:00; დასვენება შაბათ-კვირას. კომფორტული სამუშაო გარემო. კვება, ფიტპასი, ჯანმრთელობის დაზღვევა, ტრანსპორტირება მეტრო-სადგურებიდან. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] მისამართი: თბილისი, დიდუბე, მექანიზაციის 1; თბილისი, ავჭალა, შუშის ქუჩა 38. ვაკანტური ადგილი გვაქვს ორივე ფილიალში, გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ სასურველი, ავჭალის ან დიდუბის ფილიალი. გისურვებთ წარმატებებს!