კონსულტანტი / სამსუნგის ბრენდის ამბასადორი
Job description
“დასაქმების სააგენტო ეიჩარი” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის / ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე, რომელიც წარმოადგენს კომპანია სამსუნგის ბრენდს ტექნიკის მაღაზიაში. თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია: ჩვენთვის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არ არის უმაღლესი განათლება ან სამუშაო გამოცდილება. ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს მოტივაცია იმუშაოს კლიენტთა მომსახურების, გაყიდვების სფეროში, არის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული. ჩვენი კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი მოიცავს: ფიქსირებულ ანაზღაურებას + თვიური ბონუსი+ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება. სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე / 40 საათი. ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები: პროდუქციის გაყიდვა და პოპულარიზაცია მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა კომპანიის ბრენდ ზონის კონტროლი: სისუფთავის კონტროლი, სტენდზე ბრენდის სათანანოდ წარმოდგენა რეპორტების გაზიარება მენეჯმენტისთვის კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება მოთხოვნები: გაყიდვების / მომსახურების სფეროში გამოცდილება სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია ერთი ენის ცოდნა სრულყოფილად) პიროვნული თვისებები: შრომისმოყვარე შედეგებზე ორიენტირებული ღია გამოწვევების მიმართ ექსტრავეტი (კომუნიკაბელური, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი) დამატებითი ინფორმაცია: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებებს!