კონტენტ კრეატორი
Job description
" de Medici Consulting " არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს სრულ მომსახურებას ერთ სივრცეში. ჩვენი სერვისები მოიცავს ბუღალტერიას, ფინანსურ კონსალტინგს, HR-ს, მარკეტინგს, PR-ს, ბრენდინგსა და ბიზნეს კონსალტინგს. კომპანიის სწრაფი განვითარების ფარგლებში ვეძებთ კრეატიულ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ კონტენტ კრეატორს , რომელიც შექმნის როგორც ჩვენი კომპანიის, ისე ჩვენი კლიენტების სოციალური მედიისთვის მაღალი ხარისხის ვიზუალურ კონტენტს. მდებარეობა: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 1 780 ლარიდან + კვარტალური ბონუსების სისტემა ძირითადი მოვალეობები ** ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა კომპანიისა და კლიენტების სოციალური მედიისთვის; ** Reels, TikTok, YouTube Shorts და სხვა მოკლე ვიდეოფორმატის კონტენტის გადაღება და მონტაჟი; ** პროფესიონალური ფოტო გადაღება და დამუშავება; ** ვიზუალური მასალების შექმნა Adobe Creative Suite-ის პროგრამების გამოყენებით; ** კონტენტის ადაპტირება სხვადასხვა სოციალური პლატფორმისთვის; ** მარკეტინგის გუნდთან ერთად კონტენტ-იდეებისა და კამპანიების შემუშავება; ** ბრენდის ვიზუალური სტანდარტებისა და ხარისხის მუდმივი დაცვა; ** გადაღებების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ვიდეო მონტაჟის პროგრამების ცოდნა; ** Adobe Creative Suite-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** თანამედროვე სოციალური მედიის ტრენდების ცოდნა; ** კრეატიული აზროვნება და განვითარებული ვიზუალური გემოვნება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** 1 780 ₾ (Net) ფიქსირებულ ანაზღაურებას; ** კვარტალურ ბონუსების სისტემას; ** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** სწრაფ კარიერულ ზრდას კომპანიის გაფართოებასთან ერთად; ** შესაძლებლობას იმუშაოთ სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებთან და მრავალფეროვან პროექტებზე; ** გამოცდილ მარკეტინგის გუნდთან მუშაობას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ პორტფოლიო ან ნამუშევრების ბმული ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "კონტენტ კრეატორი". გისურვებთ წარმატებას!