TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კონტენტ კრეატორი - სტაჟირება

კონტენტ კრეატორი - სტაჟირება

Eventive Georgia Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Aug 13, 2026

Job description

"Eventive Georgia" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის თანამდებობაზე. "Eventive Georgia" - საქართველოში ღონისძიებების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, უკვე 7 წელია ქმნის კორპორატიულ, კერძო და საერთაშორისო ღონისძიებებს. თუ გაინტერესებს სოციალური მედია, კონტენტის შექმნა, ვიდეოები, ციფრული მარკეტინგი და თანამედროვე AI ინსტრუმენტები, გთავაზობთ შესაძლებლობა, დაიწყო კარიერა პროფესიონალურ გარემოში და მიიღო რეალური პრაქტიკული გამოცდილება. რას გააკეთებ? ** Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok, YouTube, Pinterest და Google Business Profile-ისთვის კონტენტის შექმნაში მონაწილეობას; ** პოსტების, სარეკლამო ტექსტებისა და ქოფირაითინგის მომზადებას; ** Reels, TikTok და YouTube Shorts-ის იდეების შემუშავებას; ** ფოტო და ვიდეო მასალების შერჩევასა და ორგანიზებას; ** კონტენტ კალენდრის დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობას; ** კონკურენტების, ტრენდებისა და ბაზრის კვლევას; ** AI ინსტრუმენტების (ChatGPT და სხვა) გამოყენებას კონტენტის შექმნის პროცესში; ** Eventive Georgia, Eventive Global და Eventive Shop-ისთვის კონტენტის მომზადებაში მონაწილეობას. ვის ვეძებთ? ** შემოქმედებით და მოტივირებულ ადამიანს; ** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის მიმართ ინტერესით; ** კარგი წერითი კომუნიკაციის უნარით ქართულ ენაზე; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; ** სასურველია Canva, CapCut ან მსგავსი პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს; ** სწრაფად სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილით. ** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ციფრული მარკეტინგის ან კონტენტ კრეატორის შესაბამისი ციფრული კურსები. პირობები: ** სტაჟირების ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე); ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 საათი; ** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ლვოვის ქ. №95. რას გთავაზობთ? ** რეალურ გამოცდილებას პროფესიონალურ მარკეტინგულ და ივენთ გარემოში; ** მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში; ** თანამედროვე მარკეტინგული და AI ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებას; ** გამოცდილ მენტორებთან მუშაობას; ** პროფესიულ განვითარებას კონტენტის შექმნისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით; ** წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას. ** კომპანია უზრუნველყოფს საჭირო ტექნიკურ რესურსებსა და ინვენტარს პროფესიონალური კონტენტის შესაქმნელად (გადაღების მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა საჭირო საშუალებები). როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი? გთხოვთ, თქვენი CV (და პორტფოლიო, თუ გაქვთ) გამოაგზავნოთ: [email protected] Subject: სტაჟირება - Content Creator გისურვებთ წარმატებას!