კონტენტის გუნდის წევრი Junior/intern
Job description
ჩვენი კონტენტის გუნდი ეძებს Junior / Intern პოზიციაზე მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ კავშირს ედვერთაიზერებსა და კრეატიულ ჯგუფს შორის. ძირითადი მოვალეობები: ** დავალებების მიღება და გადანაწილება: ედვერთაიზერებისგან იდეებისა და ტექნიკური დავალებების მიღება, მათი დამუშავება და კრეატიული გუნდისთვის (ქოფირაითერები, დიზაინერები) სწორად მიწოდება. ** სამუშაო პროცესის მონიტორინგი: მიმდინარე თასქების კონტროლი, დედლაინების თვალყურის დევნება და მოთხოვნილი კონტენტის დროული მზადყოფნის უზრუნველყოფა. ** კრეატიულ პროცესში მონაწილეობა: გუნდთან ერთად ბრეინსთორმინგის სესიებში ჩართულობა, ახალი იდეების გენერირება და კრეატიული მიდგომების შემუშავება. ** შიდა კომუნიკაციის მართვა: სტრუქტურული ერთეულების მუდმივი კოორდინაცია და მიმდინარე პრიორიტეტების შესახებ გუნდის დროული ინფორმირება. სამუშაო პირობები და გრაფიკი: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (Full-time), 10:00-19:00. ** სამუშაო ფორმატი: ადგილზე (On-site). დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "კონტენტის გუნდის წევრი Junior/intern"