TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კოორდინატორი/რეგისტრატორი

კოორდინატორი/რეგისტრატორი

Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 21, 2026

Job description

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი " გამმა " აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის/რეგისტრატორის პოზიციაზე თბილისში (ისანი, პატარძეულის 55). შესარჩევ კონკურში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნებია: ** საოფისე ტექნიკის (კომპიუტერი, პრინტერი და სხვ.) და პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება; ** რუსულ და ინგლისურ ენებზე მარტივი საუბარი; ** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის და სოციალიზაციის კარგი უნარი; ** ორგანიზებულობა და პრობლემის გადაჭრის კარგი უნარი; ** დროის ეფექტური მართვა და ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ფოკუსირების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალობა. კოორდინატორის/რეგისტრატორის ძირითადი მოვალეობები: ** იყოს გულისხმიერი თანამშრომლებისა და სერვისის მისაღებად მოსული პირებისადმი; ** უპასუხოს ტელეფონის ზარებს და სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებს; ** მიიღოს წერილები და გადაამისამართოს შესაბამის ადრესატთან; ** აწარმოოს მომსახურებების ყოველდღიური აღრიცხვა; ** დაგეგმოს კონსულტაციებისა და კვლევების განრიგი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]