ქოფირაითერი
Job description
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ბლოქსი " ეძებს კრეატიულ, გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ ქოფირაითერს, რომელიც ჩვენი ბრენდის კომუნიკაციის გაძლიერებასა და მრავალფეროვანი კონტენტის შექმნაზე იზრუნებს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სარეკლამო და საინფორმაციო ტექსტების შექმნა სხვადასხვა პლატფორმისთვის (სოციალური მედია, ვებგვერდი, ბლოგი, ბეჭდური მედია); ** ბრენდის საკომუნიკაციო სტილის (Brand Voice) ფორმირება, დაცვა და განვითარება; ** მარკეტინგული კამპანიებისთვის ტექსტური კონტენტის მომზადება; ** ვიზუალურ გუნდთან (გრაფიკული დიზაინერები) ეფექტური თანამშრომლობა კონტენტის სინქრონიზაციის მიზნით; ** SEO-ზე ორიენტირებული ტექსტების შექმნა და ოპტიმიზაცია; ** გაყიდვებზე ორიენტირებული, მოკლე და ეფექტური სარეკლამო ტექსტების მომზადება; ** ვიდეოკონტენტისა და სცენარების ტექსტური მხარდაჭერა; ** ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული ტექსტების რედაქტირება, დახვეწა და ჰუმანიზაცია; ** არსებული კონტენტის რედაქტირება, გაუმჯობესება და განახლება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქოფირაითერის, კონტენტ მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული წერითი უნარები; ** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე; ** SEO პრინციპებისა და კონტენტ მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა; ** AI ინსტრუმენტებთან (ChatGPT, Claude, Gemini და სხვა) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** შემოქმედებითი აზროვნება და ტექსტის სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სწრაფად მზარდ დეველოპერულ კომპანიაში; ** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. განაცხადის წესი დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ: CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 14 აგვისტო, 2026 მნიშვნელოვანია, სათაურის ველში მიუთითეთ: "ქოფირაითერი" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დამუშავდება კანდიდატის შერჩევის პროცესის ფარგლებში.