კორპორატიულ მერჩანტებთან ურთიერთობისა და კამპანიების მენეჯერი
Job description
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კორპორატიულ მერჩანტებთან ურთიერთობისა და კამპანიების მენეჯერი, კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს. საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია. #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს ჩვენ გთავაზობთ: პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს; სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს; პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს; კორპორატიულ ღონისძიებებს; ჯანმრთელობის დაზღვევას; წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას. გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ,კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს. სამუშაოს აღწერა: კორპორატიულ მერჩანტებთან დაკავშირებული საგანვადებო კამპანიების სრული ციკლის მართვა: დაგეგმვა, შეთანხმება, განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და შედეგების შეფასება; კორპორატიული მერჩანტების ჭრილში განვადების შედეგების ანალიტიკის წარმოება, ტენდენციების, პოტენციალისა და ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება; მუდმივი კომუნიკაცია კორპორატიულ მერჩანტებთან და კორპორატიულ მერჩანტებთან ურთიერთობის მენეჯერებთან; ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით საგანვადებო კამპანიების ინიცირება და დაგეგმვა; სპეციალური საგანვადებო შეთავაზებების, აქციებისა და წამახალისებელი კამპანიების შემუშავება და კოორდინაცია; კომერციული შეთავაზების მომზადება მერჩანტებთან კამპანიების პირობების შეთანხმების მიზნით და მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა; შიდა დაინტერესებულ მხარეებთან (მარკეტინგი, გაყიდვები, და სხვა მიმართულებები) თანამშრომლობა კამპანიების ეფექტიანად განხორციელების მიზნით; კამპანიების მიმდინარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კორექტირების ინიცირება; კამპანიების შედეგების ანალიზი, ანგარიშების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; კამპანიების ეფექტიანობის შეფასებისა და განვითარების ინიციატივების წარდგენა; წლიური საგანვადებო კამპანიების კალენდრის მომზადება, პრიორიტეტების განსაზღვრა და პერიოდული განახლება; საგანვადებო პროდუქტების მიმართულებით ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით; საგანვადებო კამპანიების მართვის პროცესების სტანდარტიზაცია და ოპტიმიზაცია; საგანვადებო კამპანიებთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა და საჭირო ცვლილებების ინიცირება. ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი: ბაკალავრის დიპლომი ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის მიმართულებით; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე, ხოლო ექსელის სრულყოფლად ცოდნა; დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; წერითი და ვერბალური კომუნიკაციის გამართული უნარი; ანალიტიკური აზროვნება; ორგანიზებულობა; დეტალებზე ფოკუსირება; დროის ეფექტური მართვა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად! განცხადების მიღების ვადა: 16 ივლისი , 2026 წ.