TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კორპორატიული დაზღვევის ჯგუფის უფროსი

კორპორატიული დაზღვევის ჯგუფის უფროსი

Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 06, 2026

Job description

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული დაზღვევის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე, კორპორატიული გაყიდვების განყოფილებაში. სამუშაო ადგილი: ბათუმი, მემედ აბაშიძის 1 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00 ძირითადი მოვალეობები: გაყიდვების ჯგუფის მართვა, გაყიდვების გეგმის განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი; კორპორატიული გაყიდვების დაზღვევის მენეჯერების მიერ სამუშაოს ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა; დაზღვევის მენეჯერების მუდმივი ინფორმირება სიახლეებზე (პროცედურა, პროდუქტი), ასევე ახალმოსული თანამშრომლის პირველადი გადამზადება (მისი სამუშაოს დეტალურად ახსნა, შესაბამისი ტრენინგის უზრუნველყოფა, გაყიდვების ძირითადი ტექნიკების/სტრატეგიების სწავლება და ა.შ.); ყოველკვირეულ შეხვედრებზე მონაწილეობის მიღება (შედეგების განხილვა, სამოქმედო გეგმების დასახვა); კორპორატიული დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციის გაზრდა, როგორც პირადი ისე ჯგუფის მასშტაბით; წლის დასაწყისში გაწერილი ბიზნეს ამოცანების შესრულებისთვის საჭირო სტრატეგიების შემუშავება; გაყიდვების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; სადაზღვეო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სადაზღვევო ბიზნესის საფუძვლების კარგად ცოდნა; სადაზღვევო პროდუქტების ცოდნა; გაყიდვების ტექნიკების/სტრატეგიების ცოდნა; მომსახურების სტანდარტებისა ზედმიწევნით კარგად ცოდნა; სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე; საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. აუცილებელი უნარები: გუნდის ეფექტურად მართვის უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი; ანალიტიკური აზროვნების უნარი; გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; შედეგზე ორიენტირებული; ორგანიზებული და მოწესრიგებული; მოქნილობა სიახლეების მიმართ; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ
გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის
საშუალებით.