TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კორპორატიული დაზღვევის მენეჯერი

კორპორატიული დაზღვევის მენეჯერი

Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 06, 2026

Job description

სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ბათუმი, მემედ აბაშიძის 1 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00 ანაზღაურება: ფიქსირებული + საკომისიო ძირითადი მოვალეობები: პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება, სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, პოტენციური კლიენტებისთვის კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება, გაყიდვების გეგმების შესრულება, კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა. ძირითადი მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით); კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან სადაზღვევო კომპანიაში); ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე; საოფისე პროგრამების ცოდნა. აუცილებელი უნარები: მოლაპარაკების წარმოების უნარი, პრეზენტაციის ჩატარების უნარი, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი, მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული, ორგანიზებული. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ
გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის
საშუალებით.