კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი
Job description
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო. ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს. სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და განვითარების უზრუნველყოფა; ** დეპარტამენტისთვის განსაზღვრული გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების შესრულების უზრუნველყოფა, შედეგების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი; ** მსხვილ და სტრატეგიულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება, მოლაპარაკებების წარმოება და პირდაპირი გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა; ** ახალი ბიზნესშესაძლებლობების, ბაზრის სეგმენტებისა და პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება, გაყიდვების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ** არსებული კორპორატიული პორტფელის განვითარება, მომხმარებელთა კმაყოფილების მონიტორინგი და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ** რისკების პირველადი შეფასება და ანდერაიტინგის დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა სადაზღვევო პირობების განსაზღვრის პროცესში; ** გაყიდვების შედეგების, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და მენეჯმენტისთვის ანგარიშგება; ** დეპარტამენტის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია, პროფესიული განვითარება, შესრულების შეფასება და მოტივაციის უზრუნველყოფა; ** ყოველთვიური და კვარტალური შედეგების შეფასება, შესრულების ინდიკატორების მონიტორინგი, გეგმების შეუსრულებლობის მიზეზების ანალიზი და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება; ** დეპარტამენტის გაყიდვების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და დივერსიფიცირებული კორპორატიული პორტფელის განვითარების უზრუნველყოფა; ** სადაზღვევო ბაზრის კვარტალური/წლიური ანალიზი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან მონათესავე მიმართულებით; ** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე; ** აუცილებელია სადაზღვევო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება; ** B2B გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და სტრატეგიული კლიენტების მართვის პრაქტიკული გამოცდილება; ** გაყიდვების სტრატეგიის, KPI-ებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის გამოცდილება; ** გაყიდვების ანალიტიკის, ანგარიშგებისა და Microsoft Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა; აუცილებელი უნარები: ** ლიდერული და გუნდის მართვის ძლიერი უნარები; ** გაყიდვებსა და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება; ** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის მაღალი უნარები; ** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** პრობლემების ეფექტურად გადაჭრისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივიანობა. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. "უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.