კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Job description
ჰოლდინგური კომპანია , რომელიც წარმატებით ოპერირებს B2B და B2C მომსახურებისა და სერვისების სექტორში და იკავებს წამყვან პოზიციებს ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. პოზიციის მიზანი: კორპორატიული კლიენტების ბაზის აქტიური გაფართოება, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გენერირება და გაყიდვების გეგმების მაქსიმალური შესრულება. ძირითადი მოვალეობები: ** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მუდმივი მოძიება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება, შეხვედრების ორგანიზება და სერვისების ეფექტური პრეზენტაცია. ** ინდივიდუალური კომერციული წინადადებების მომზადება, მოლაპარაკებების პროფესიონალურად წარმოება და გარიგებების წარმატებით დახურვა. ** არსებულ და ახალ კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება და პორტფელის მუდმივი განვითარება. ** ყოველთვიური და კვარტალური გაყიდვების გეგმების სტაბილური შესრულება და მენეჯმენტთან დეტალური ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან ფინანსების მიმართულებით). ** B2B სექტორში კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი. ** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. ** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ფლობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ. ** ადგილმდებარეობა: თბილისი ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://forms.gle/zjSdCxwGqxAKYcbK8