კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Job description
შპს "ბიესი“ ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის" პოზიციაზე ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის №134 სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (თვიური,კვარტალური,წლიური) ძირითადი მოვალეობები: სამშენებლო ობიექტებზე ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება; პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება და ახალი ბაზის განვითარება; არსებული ბაზის მართვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება; კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება; კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება; გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა ; კლიენტებთამ შემდგომი ურთიერთობა, პროქტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი; გაყიდვების გეგმის შესრულება და ზრდის ხელშეწყობა; ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და პოტენციური კლიენტების ანალიზი; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო ან ტექნიკური მიმართულებით); გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო მასალების მიმართულებით); სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე; საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel; B კატეგორიის მართვის მოწმობა. პიროვნული მახასიათებლები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; სწრაფი ადაპტაციის უნარი; პუნქტუალური; მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტურად წარმართვის უნარი; ჩვენთან გელოდებათ: კარიერული განვითარების შესაძლებლობა; Fitpass; ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა; ჯანმრთერლობის დაზღვევა; დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და „Subject“-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს "ბიესი" (ს/კ: 202455397), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად. გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება 2 წლის განმავლობაში.თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.