TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

Posted Jul 16, 2026 9h ago

Job description

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო. თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით „უნისონის“ გუნდს. სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი პასუხისმგებლობები: პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოზიდვა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება; კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება; გაყიდვების სრულ ციკლზე მუშაობა: წინასწარი კომუნიკაციიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება კლიენტის საჭიროებებზე მორგებული ფორმით; მომხმარებლის დამატებითი საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა; კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტების და მიმდინარე ცვლილების შესახებ; სატენდერო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფა; გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანგარიშგება; ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება; თანამშრომლობა მარკეტინგისა და დაზღვევის ტექნიკური გუნდებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი ან მსგავსი მიმართულებით) მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვების სფეროში (სასურველია სადაზღვევო ან ფინანსურ სექტორში) კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები გაყიდვებზე ორიენტირებულობა და შედეგებზე კონცენტრირება ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი მოთხოვნები: დეტალებზე ორიენტირებულობა ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა დროის ეფექტურად მართვის უნარი ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. „უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!