TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

გორგია თბილისი ქართული
Posted Jul 24, 2026 13h ago apply by Aug 22, 2026

Job description

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი " გორგია " აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში; მე, გიორგი გოგობერიძე, ვაცხადებ ვაკანსიას კორპორატიულ დეპარტამენტში, კორპორატიული მენეჯერის პოზიციაზე. პირობას გაძლევთ, რომ შეგასწავლით გაყიდვებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, კერძოდ: გაყიდვების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება; გაყიდვების სტიმულირებისთვის დაგეგმილი ქმედებებისა და უნარ-ჩვევების შესწავლა; პარტნიორ კომპანიებთან საჭიროების გამოვლენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით; ABC ანალიზის შესწავლა გაყიდვების მიხედვით და შესაბამისი ქმედებების დანერგვა; რისკების იდენტიფიცირებისა და პრევენციის ქმედებების შემუშავება; დებიტორების დავალიანებების გადაჭრის გზების შემუშავება; პარტნიორებისთვის წამახალისებელი და სამოტივაციო აქტივობების დანერგვა/განხორციელება; სარეალიზაციო ფასისა და კომპანიის მიერ შემუშავებული კორპორატიული ფასდაკლების სისტემის შესწავლა; პროდუქციის ასორტიმენტისა და უპირატესობების ცოდნა. ამასთან, ვიზრუნებთ ცოდნის დონის ამაღლებაზე, შესაბამისი ტრენინგებით. შეგასწავლით ინოვაციებისა და საკუთარი პრაქტიკის გაზიარებას. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლის ფასდაკლებას; კვებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას; ფუნქცია-მოვალეობები: ბაზრის შესწავლა, პოტენციური მომხმარებლების მოძიება; არსებულ მომხმარებლებთან მუშაობა, შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება; მომხმარებლების მოთხოვნების განსაზღვრა, წარმატებული გაყიდვის უზრუნველყოფა; კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება; ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება-ბაკალავრის ხარისხი; სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია და პირადი ავტომობილი. პიროვნული უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციისა უნარი; დროის მართვის უნარი; ორგანიზების უნარი; პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე) “ ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებებს!